
სასტუმრო და სტუმარი პირდაპირ უნდა საუბრობდნენ.
საქართველოში უამრავი კარგი სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო, კოტეჯი და სხვა გამორჩეული განთავსების ადგილია, რომელთა პოვნაც ინტერნეტში ჯერ კიდევ რთულია.
ბევრ მათგანს საკუთარი ვებსაიტი არ აქვს, მხოლოდ ტელეფონის ნომერი, რამდენიმე ფოტო და სტუმრები, რომლებიც მათ შესახებ მეგობრებისა და ნაცნობების რეკომენდაციით იგებენ.
hoteli.ge სწორედ ამის შესაცვლელად შეიქმნა.
ჩვენ ვქმნით ერთ სივრცეს, სადაც სასტუმროს შეუძლია სრულად წარმოადგინოს საკუთარი ობიექტი: დაამატოს ფოტოები, ვიდეო, ოთახები, ფასები, პირობები, მდებარეობა და ხელმისაწვდომი თარიღები.
სტუმარს კი შეუძლია მარტივად მოძებნოს მისთვის სასურველი ადგილი, შეადაროს ვარიანტები და პირდაპირ დაუკავშირდეს სასტუმროს.
ზარით ან WhatsApp-ით. საბოლოო შეთანხმება ყოველთვის სტუმარსა და სასტუმროს შორის ხდება.
შუამავლის გარეშე
hoteli.ge არ არის ტრადიციული ჯავშნის სისტემა.
ჩვენ არ ვიღებთ საკომისიოს სასტუმროს თითოეული ჯავშნიდან ან ღამის ღირებულებიდან. სასტუმრო პლატფორმაზე განთავსებისთვის ფიქსირებულ გადასახადს იხდის, ხოლო სტუმრისთვის hoteli.ge-ის გამოყენება უფასოა.
ეს ნიშნავს, რომ სასტუმროს არ უწევს ჩვენი საკომისიოს საკუთარ ფასში გათვალისწინება, თქვენ კი პირობებზე, ფასსა და სხვა დეტალებზე პირდაპირ სასტუმროს წარმომადგენელთან შეგიძლიათ შეთანხმდეთ.
ფასს სასტუმრო თავად განსაზღვრავს და თავადვე უთითებს.
ჩვენი მიზანი
გვინდა, საქართველოში კარგი სასტუმროს პოვნა მარტივი იყოს, მიუხედავად იმისა, ეძებთ დიდ სასტუმროს ბათუმში, საოჯახო სასტუმროს სვანეთში, კოტეჯს გუდაურში თუ მშვიდ დასასვენებელ ადგილს კახეთში.
ამავე დროს, გვინდა, რომ პატარა და დამოუკიდებელ სასტუმროებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი ადგილი ათასობით ადამიანს გააცნონ ისე, რომ თითოეული მიღებული ჯავშნის ნაწილი შუამავალს არ გადაუხადონ.
hoteli.ge აკავშირებს სტუმარსა და სასტუმროს: მარტივად, გამჭვირვალედ და პირდაპირ.
რატომ hoteli.ge
პირდაპირი ფასი
დიდი პლატფორმები ყოველ ჯავშანზე საკომისიოს იღებენ და ეს ფასშია გათვალისწინებული. აქ სასტუმრო განთავსებისთვის იხდის, თქვენ კი მის ნამდვილ ფასს ხედავთ.
პირდაპირი კომუნიკაცია
ტელეფონი და WhatsApp სასტუმროს გვერდზეა. ადრე ჩასვლა, ბავშვის საწოლი, ტრანსფერი, პარკინგი. ყველაფერს პირდაპირ სასტუმროსთან აგვარებთ.
ზუსტი მდებარეობა
რუკა ყველა გვერდზეა, ჯავშნამდე. მაშინვე ხედავთ, რამდენად ახლოსაა ზღვა, ცენტრი ან ტრასა.
ვიდეო, რომელიც მეტს გაჩვენებთ
ფოტო ყველაფერს ვერ გადმოსცემს. სასტუმროს შეუძლია ვიდეოც დაამატოს, რომ ოთახი და გარემო წინასწარ ნახოთ.
თავისუფალი თარიღები ერთ გვერდზე
კალენდარი აჩვენებს, რომელი ღამეებია თავისუფალი. ჯერ ამოწმებთ, მერე რეკავთ.
დადასტურებული სასტუმროები
დადასტურების ნიშნის მქონე სასტუმრო ჩვენ შევამოწმეთ: ტელეფონის ნომერი ნამდვილია, განცხადება კი რეალურ ადგილს შეესაბამება.
იპოვეთ ადგილი, სადაც დარჩენა ნამდვილად მოგინდებათ.
მოძებნეთ სასტუმრო, კოტეჯი ან საოჯახო სასტუმრო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და პირდაპირ დაუკავშირდით.
თუ სასტუმროს, კოტეჯის ან საოჯახო სასტუმროს მფლობელი ხართ, შექმენით თქვენი გვერდი hoteli.ge-ზე, რომ სტუმრებმა უფრო მარტივად გიპოვონ.
სტუმარი პოულობს სასტუმროს. სასტუმრო პასუხობს სტუმარს. შეთანხმება მათ შორის ხდება.