სიღნაღი: გზამკვლევი
სიღნაღი და კახეთის ღვინის გზა: როდის, როგორ და რა ფასად.

სიღნაღი კახეთის პატარა ქალაქია გალავნით, ალაზნის ველზე გადმოსახედით და ღვინის მარნებით ყოველ ნაბიჯზე. თბილისიდან ორ საათში მიდიხართ, ერთი ღამე კი საკმარისია.
როდის ჩახვიდეთ
- ·სექტემბერი, ოქტომბერი: რთველი. საუკეთესო დროა, თუ ღვინისთვის მიდიხართ.
- ·მაისი, ივნისი: ყვავილობა, სასიამოვნო ამინდი, ხალხი ნაკლები.
- ·ივლისი, აგვისტო: ძალიან ცხელა ველზე.
როგორ მიხვიდეთ
- ·მარშრუტკით სამგორიდან, დაახლოებით 10 ₾, ორი საათი.
- ·ტაქსით ან ექსკურსიით თბილისიდან, 150-250 ₾ დღეზე.
რა დაგიჯდებათ
ღამე საოჯახო სასტუმროში70-150 ₾
დეგუსტაცია მარანში20-50 ₾
სადილი25-50 ₾
სავარაუდო ფასები. სეზონისა და ადგილის მიხედვით იცვლება.
რა ღირს ნახვად
- ·გალავანზე გასეირნება, ხედი ალაზნის ველზე.
- ·ბოდბის მონასტერი, ორი კილომეტრი ქალაქიდან.
- ·ოჯახური მარნები სოფლებში: ქვევრის ღვინო პირდაპირ მწარმოებლისგან.
ერთი რჩევა
სიღნაღი პატარაა და ორ საათში მოივლით. ღირს მანქანის აყვანა, რომ ველზე ჩახვიდეთ მარნებში, სადაც ნამდვილი ღვინოა.