საგულე რეზორტი (Sagule Resort)
სასტუმროს შესახებ
🎁 აქცია 1+1 (2027 წლის 30 აპრილამდე): ყოველი 2 ღამიდან 1 უფასოა, 1 ღამე — 20%-ით იაფი. 29 დეკემბრიდან 8 იანვრამდე აქცია არ მოქმედებს. ნომრებზე ჩვეულებრივი ფასია მითითებული. საგულე რეზორტი — სასტუმრო და კოტეჯები დაბა ქვიშხეთში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებთან, 1 ჰექტარ შემოღობილ ტერიტორიაზე — თბილისიდან 2 საათში, ბორჯომიდან 35 წუთში. ოჯახისთვის იდეალური ადგილი. გვაქვს 13 ერთეული: 3 ხის A-ფორმის კოტეჯი (5–7 სტუმრისთვის, სამზარეულოთი და ტერასით), 2 გლემპინგის გუმბათი და 8 სასტუმროს ნომერი: ორადგილიანი, ლუქსი ხედით და ღია აბაზანით, საოჯახო აპარტამენტი 6 სტუმრამდე. საუზმე ფასში შედის. ტერიტორიაზე: ღია გამთბარი აუზი (ივნისი–ოქტომბერი), საუნა, რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოთი, საბავშვო სივრცე ბატუტით, სტადიონი განათებით, სანადიმო მანგალით და ბუხრით, 7-მეტრიანი საქანელა, თონე, ტრადიციული ეზო და ტყის ბილიკები. დარბაზი 45–50 სტუმრისთვის ზეიმებისთვის. სწრაფი Starlink Wi-Fi, 24-საათიანი დაცვა, უფასო დაცული პარკინგი. ბავშვები: 0–6 წლის უფასოა, 7–12 წლის — ნახევარი ფასი. პატარა ძაღლი ან კატა — მხოლოდ კოტეჯებში. ჩექინი 14:00, ჩექაუთი 12:00. სრული ინფორმაცია და თავისუფალი თარიღები: saguleresort.com
მდებარეობა
დაბა ქვიშხეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტი, ბორჯომი
